ეკოლოგიურ მდგომარეობაზე განსაკუთრებულ ზრუნვას იწყებს აზერბაიჯანი. "ევრო-4" - ასე ჰქვია რეგულაციას, რომელიც ძალაში პირველი აპრილიდან შედის - აზერბაიჯანში დამტკიცებული კანონი გარკვეულწილად ქართველ ავტოიმპორტიორებზეც აისახება, რადგან ამ საქმით დაკავებულთა ნაწილი ავტომობილების რეექსპორტს სწორედ აღნიშნულ ქვეყანაში ახდენს. უკვე ცნობილია, რომ 8 წელზე ძველი ავტომობილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ვერ მოხვდება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 2013 წელს ქვეყანაში სულ 100 000 ავტომანქანა შევიდა, საიდანაც 80% მეორადი იყო.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 2013 წელს ქვეყანაში სულ 100 000 ავტომანქანა შევიდა, საიდანაც 80% მეორადი იყო.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოდან ექსპორტის უდიდესი ნაწილი ავტომობილების რეექსპორტს ეჭირა და შეიძლება ითქვას, რომ ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი ღერძი იყო.
საინტერესოა ის ფაქტი (როცა ეკოლოგიაზე დაიწყეს ფიქრი) თუ რატომ არ ზრუნავს აზერბაიჯანი საწვავის ხარიხის გაუმჯობესებაზე,რომლითაც თავსაც იწამლავს და ჩვენც გვწამლავს საქართველოში უხარისხო საწვავით.
ამ ყველაფერს საეჭვოდ დაემატა კიდევ ერთი ფაქტი და მეორე მეზობლის სასომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანება, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენს სომეხ მეზობლებს ძალიან ძვირი დაუჯდება ავტომობილის განბაჟება და შესაბამისად შემწირდება საქართველოდან რეექსპორტის რაოდენობაც , რომელიც აქამდე მთლიანი ექსპორტის 20 % უდრიდა.
Casino, Hotel and Casino Las Vegas, Nevada - Mapyro
ReplyDeleteFind out what's popular at 과천 출장마사지 Casino, Hotel and Casino 광주 출장마사지 Las Vegas, Nevada in real-time 의정부 출장안마 and 포천 출장마사지 see activity. 경주 출장샵 MapMaker.