როგორ შევიძინოთ?

როგორ შევიძინოთ?

იაპონურ ავტო აუქციონზე მონაწილეობის მისაღებად დაგჭირდებათ რამდენიმე მარტივი ეტაპის გავლა
მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას.

1) აუქციონზე რეგისტრაცია 

აუქციონზე მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია რის შემდეგაც თქვენ გექნებათ პირადი კაბინეტი საკუთარი ანგარიშგებით და ყველა განხორციელებული ოპერაციის ისტორია, ასევე თქვენი პირადი ინფორმაცია 


მას შემდეგ რაც გაივლით რეგისტრაციას აუცილებელია შპს"დანი"-ს ანგარიშზე ჩარიცხოთ საგარანტიო დეპოზიტი , რაც აუცილებელი პირობაა. (წინააღმდეგ შემთხვევაში არ გექნებათ ფსონის გაკეთების უფლება)

საგარანტიო დეპოზიტი მოიცავს შპს „Dani“-ის საკომისიოს 200 აშშ დოლარს , ხოლო დარჩენილი სხვაობა აუქციონზე გამარჯვების შემთხვევაში გადაირიცხება ავტომობილის საფასრუის დასაფარად.
საგარანტიო დეპოზიტის აუცილებლობა მდგომარეობს იმაში, რომ თუ ფსონის ავტორი უარს იტყვით აუქციონზე მოგებული ავტომობილის საფასურის გადახდაზე საგარანტიო დეპოზიტი მოხმარდება სააუქციონო ჯარიმას იაპონიაში. 
აუქციონზე გამარჯვებამდე შეგიძლიათ უკან გამოითხოვოთ სადეპოზიტო ანგარიშზე შემოტანილი თანხები.


ბანკის ოპერატორს საგადახდო დავალების საფუძვლად აუცილებლად მიათითებინეთ „დეპოზიტი“ , ასევე გაითვალისწინეთ , რომ აუქციონზე რეგისტრაციისას სახელის და გვარის გრაფაში , მიუთითეთ პირადი ნომერიც სახელთან და გვართან ერთად.
გადარიცხვა აუცილებლად უნდა მოხდეს ექვივალენტიტით ლარებში.
ს/ს საქართველოს ბანკი
ანგარიში : GE91BG0000000945101600
მობ:+995 568 87 06 10


2) იაპონური ავტო აუქციონი

საგარანტიო დეპოზიტის ჩარიცხვის შემდეგ თქვენ უკვე შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ იაპონურ ავტო აუქციონზე და ფსონები გააკეთოთ სახლიდან გაუსვლელად, როგორც ერთ ისე რამოდენიმე ლოტზე ერთდროულად, რაც ზრდის თქვენი ფსონის გამარჯვების შანსებს. რამდენიმე ლოტზე ფსონის განხორცილებისას აუცილებლად შეგვატყობინეთ  სასურველი ავტომობილების რაოდენობა.
(მოგვწერეთ ფუნქციის გამოყენებით მესიჯი დილერს ან დაგვიკავშირდით საკონტაქტო ინფორმაციის საშუალებით). (მაგ. ფსონს აკეთებთ 5 ავტომობილზე ერთდროულად , მაგრამ თქვენ მხოლოდ ერთის შეძენა გსურთ. ერთ-ერთზე გამარჯვების შემთხვევაში დანარჩენი ფსონები გაუქმდება)
აუქციონის წესების და ფასების განსაზღვრის მიზნით გაეცანით სტატისტიკურ ინფორამციას ბოლო 3 თვის განმავლობაში აუქციონზე გაყიდული მანქანების შესახებ. ამით უფრო რეალურს გახდით თქვენს მიერ განხორციელებულ ფსონს.


ფსონი გაკეთებამდე აუცილებლად გადაამოწმეთ ავტომონქანის გამოშვების თვე და წელი (ქარხნული წლოვანების და თვის დადგენა) , ვინაიდან ხშირად არ ემთხვევა ექსპლუატაციაში შესვლის და ქარხნიდან გამოშვების თარიღები, გაითვალისწინეთ შემდეგი 4 ფაქტორი: 

* ავტომობილის ქარხნიდან გამოშვების თარიღი შესაძლებელია განსხვავებული იყოს მისი პირველი რეგისტრაციის თარიღისაგან.
* თარიღი დგინდება მხოლოდ იაპონიის შიდა ბაზრისათვის დამაზადებულ მოდელებზე
* Honda-ს მარკის ავტომობილებზე შესაძლებელია მხოლოდ გამოშვების წლის დადგენა
* TOYOTA-ს მარკის ავტომობილებზე ძარის ნომრის ბოლოს შესაძლებელია იყოს ასო, მაგალითად KZN185W , ამ შემთხვევაში უნდა მოვაცილოთ ბოლო ასო და მივუთითოთ KZN185

ზ/მდებარე სერვისი გამოგადგებათ მხოლოდ იაპონური წარმოების ავტომობილებთან მიმართებაში, ხოლო ამერიკული და ევროპული ავტომობილების ქარხნული გამოშვების თარიღის დასადგენათ გადადით ბმულზე 
ფსონი გაკეთების შემდეგ დაელოდეთ შედეგებს , რომელიც თქვენთვის ცნობილი გახდება მეორე დღეს.


3) ანგარიშსწორება

თუ თქვენ უკვე გაიამრჯვეთ აუქციონზე , ელ.ფოსტის საშუალებით მიიღებთ ინვოისს, რომელში მითითებული თანხა შედგება :

* ავტომობილის სააუქციონო ღირებულება
* იაპონიაში გაწეული შიდა ხარჯები ( 700 $ -დან 900 $-მდე), რომელიც დამოკიდებულია აუქციონის მდებარეობაზე და დაშორების მანძილზე პორტამდე.

ხარჯები დეტალურად იხილეთ ბმულზე .

ინვოისის საფუძველზე თანხას რიცხავთ იაპონიაში არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადაში.
ასევე შეგიძლიათ გადარიცხვა განახორციელოთ 50%-ის ოდენობით (საუუქციონო ღირებულებას + იაპონიაში გაწეული ხარჯები x 50 %, მსგავსი კრედიტის გამოყენების შემთხვევაში თქვენ არ დაგეკისრებათ არავითარი ზედმეტი ხარჯი ან პროცენტი, მაგრამ აუცილებელია გვაცნობოთ წინასწარ ) , რაც შეეხება დარჩენილ თანხას მას გადარიცხავთ დაახლოებით 2 თვის ვადაში გემის პორტში შემოსვლამდე 1-2 კვირით ადრე როდესაც მიიღებთ ყველა საჭირო დოკუმენტაციას.

4) ტრანსპორტირება

მას შემდეგ რაც თქვენი ავტომობილი ჩაიტვირთება კონტეინერში, ტრანსპორტირებას იაპონიის პორტიდან ფოთის პორტამდე უზრუნველყოფენ მსოფლიოს უდიდესი სატრანსპორტო კომპანიები რასაც დაახლოებიტ 8-10 კვირა დასჭირდება. გემის გამოსლივს შემდეგ ჩვენი თანამშრომლების საშუალებით შეძლებთ გაიგოთ კონტეინერი და დაადგინოთ თუ რა დროს სად იმყოფება თქვენი ავტომობილი . კონტეინერის მოსაძებნად დაბრუნდით ჩვენი ვებ გვერდის მთავარ მენიუში და დააკლიკეთ ბმულს.



5) ავტომობილის მიღება 

გემის ფოთის პორტში შემოსვლამდე 1 ან 2 კვირით ადრე უნდა გადაიხადოთ კონტენერის საფასური. გემის შემოსვლის შემდეგ მეორე დღეს დაგიკავშირდებათ ტრანსპორტიორი კომპანია და გაცნობებთ ფოთის პორტში თქვენი გამგზავრების თარიღს ავტომობილის მისაღებად. ქ.ფოთსი საკონტეინერო ტერმინალში გადმოგეცემათ ავტომობილი საჭირო დოკუმენტებთან ერთად. 
გისურვებთ წარმატებებს.

No comments:

Post a Comment